ოპტიკური კომპანია „მეზა“ 2022 წელს შეიქმნა. მას ხელმძღვანელობს საქართველოში ოპტიკური საქმიანობის სათავეებთან მყოფი ჯგუფი 25 წლიანი გამოცდილებით, რომელმაც მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება გადასცა ახალგაზრდა პერსონალს.
„მეზა“ სარგებლობს კეთილგანწყობითა და ნდობით მომხმარებლებში. ვხელმძღვანელობთ თანამედროვე მიდგომებითა და მსოფლიო მიღწევებით ოპტიკურ ინდუსტრიაში. წარმოდგენილია მზის სათვალეთა მსოფლიო ბრენდების დიდი არჩევანი და ქართული ბრენდი “მეზა”. გთავაზობთ უნიკალური დიზაინის ექსკლუზიურ სათვალეებს.
ყოველი მოდელი შექმნილია თქვენთვის, გემოვნებიანი და კრეატიული ადამიანებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მეზას სახელი ასოცირდებოდეს მაღალ ხარისხთან, კარგ სერვისთან და თანამედროვე სტილთან. თქვენი თვალების კომფორტისთვის სპეციალურად შევარჩიეთ იაპონური და გერმანული ხარისხის სათვალის ლინზები.
მეზაში დაგხვდებათ დახვეწილი სერვისი; განვადების საუკეთესო პირობები.
ჩვენი ფერადი და კონტაქტური ლინზები ჟანგბადს მეტად ატარებს და იდეალურად ერგება გუგას.
სათვალეების გამორჩეული ხარისხი, თანამედროვე და უნიკალური კოლექციები „მეზას“ წარმატების უმნიშვნელოვანესი ასპექტია.